უკრაინასა და აშშ-ის შორის სამუშაო დონეზე ირკვევა ყველა დეტალი თავდაცვითი მხარდაჭერის მიწოდების თაობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო დონეზე არკვევენ სამხედრო დახმარების მიწოდების დეტალებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მოისმინა უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსენებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შესახებ.

„ახლა უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამუშაო დონებზე ირკვევა ყველა დეტალი თავდაცვითი მხარდაჭერის მიწოდების თაობაზე, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის კომპონენტზე. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.