წყალი 18:00 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ჯივიპის“ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, საბურთალო რაიონში, სოფ.დიღომი, ვაჟა-ფშაველას ქ. 20-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. დიღომში: ვაჟა-ფშაველას ქ 39-55(კენტი), 14-24(ლუწი) ვაჟა-ფშაველას II ჩიხი, ფელიქს ჰოლდაკის ქუჩას, ფელიქს ჰოლდაკის I ჩიხი, ავთანდილის I შეს.და კვირაცხოვლის N63, N68 ქუჩებს“