„წვიმა, ელჭექი, ღამით თოვა...“ - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

წვიმა

24  აპრილს - პარასკევს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა,  მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, ზოგან +11°-მდე, დღისით +11, +16°, ზოგან +20°-მდე; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +3, +8°.

25  აპრილს - შაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით  -2, +3°, დღისით  +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით  +7, +12°.