რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი , ომარ (ომისხან) ურუშაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თეატრის დასში ის გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ირიცხებოდა.
მან შეასრულა უამრავი , მათ შორის ბევრი მთავარი, როლი თეატრში ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე. ასევე გადაღებულია სატელევიზიო სერიალში “გოგონა გარეუბნიდან”, სადაც თამადის როლს ასრულებს ქორწილის სცენაში. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, პრემიები და პრიზები.
2018 – ღირსების ორდენი, 1988 – საქართველოს დამსახურებული არტისტი ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახელობის პრემია.
იყო ოზურგეთის საპატიო მოქალაქე. ასევე გიორგი შავგულიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.