„ცხიმის შენახვა არ შეიძლება გამჭვირვალე, თუნდაც შუშის ჭურჭელში...“ - მარი მალაზონიას რჩევები

მარი მალაზონია

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:

მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია, ყველანაირი ცხიმი შევინახოთ ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ხელთ მაქვს? - არა.