1751962969
თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზეა - კლინიკის ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს.
ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.