ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ყავა, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იყიდებოდა, უკან გაიწვიეს

ყავა

დაფქული ყავა, რომელიც ისეთ მაღაზიებში იყიდება, როგორიცაა Leclerc-ი, მთელ საფრანგეთის მასშტაბით უკან გაიწვიეს, რადგან მასში მიკოტოქსინები აღმოაჩინეს, რომლებსაც მომწამვლელი თვისებების აქვს.

ფრანგული მედია ყავის მოყვარულებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, დიდი ყურადღებით შეამოწმონ მათ კარადებში არსებული ყავა.

ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს, ვებსაიტმა Rappel Conso-მ გაავრცელა ინფორმაცია დაფქული ყავის შეფუთვების მთელი საფრანგეთის მასშტაბით უკან გაწვევის შესახებ.

გამოწვევის მიზეზი "მიკოტოქსინების არსებობაა“. საფრანგეთის სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს (ANSES) ცნობით, ეს მიკოტოქსინები "წარმოიქმნება გარკვეული ტიპის ობის, ან სოკოების გამო“.

"მათგან 300-ზე მეტი იდენტიფიცირებულია, მაგრამ მხოლოდ ოცდაათამდე სახეობას აქვს ტოქსიკური თვისებები, რომლებიც ნამდვილად საშიშია ადამიანებისა და ცხოველებისთვის. ადამიანებისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია დაბალი, ან თუნდაც ძალიან დაბალი დოზების განმეორებითი ზემოქმედება (ქრონიკული ეფექტები)“, - წერს გამოცემა სპეციალურ გვერდზე.