ტემპერატურა -4°-მდე დაეცემა... - ამინდის განახლებული პროგნოზი

ამინდი

8 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22  მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°;  მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +8,  +13°.

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად  ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში  ნალექი იქნება, მაღალმთაში თოვლის სახით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნისლი.

იქროლებს აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +2, +7°, დღისით +7, +12°;  მთაში ღამით  0, +5°;  დღისით +5,+10°; მაღალმთაში ღამით -4, +1°,  დღისით +2,  +7°-მდე.