1765830524
„ტემპერატურა -16 გრადუსამდე დაეცემა“ - რეგიონები, სადაც მიმდინარე კვირაში უამინდობაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
„16 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. გაციებული ტემპერატურის და ჰაერის მასების ქვეშ დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი. ზოგან შეიძლება ინტენსივობა ძლიერიც იყოს, მაგრამ ხანმოკლეა - 16 და 17 დეკემბერს.
ღამის საათებში, მთიან რაიონებში დაახლოებით, - 10,7, 12-13 გრადუსი იქნება მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში, არ არის გამორიცხული, 2000-2500 მეტრ სიმაღლეზე, ბახმარო, ზეკარის გადასასვლელზე, მინიმალური ტემპერატურა ღამის საათებში შესაძლებელია -15, -16 გრადუსიც იყოს“, - ამბობს დოდო გვაზავა.
ვრცლად ↓











