მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
„კვლევებიდან შედეგებამდე, პატენტების როლი ახალი ტექნოლოგიების გავრცელებასა და გამოყენებაში“ – ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ამ წუთებში თბილისი მასპინძლობს.
ღონისძიება გახსნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა. ამასთან, კონფერენციაში მონაწილეობს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი.
როგორც კონფერენციააზე აღინიშნა, კონფერენცია ეძღვნება იმას, როგორ შეიძლება სამეცნიერო კვლევების შედეგები რეალურ პროდუქტებად იქცეს და რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას თანამედროვე ეკონომიკაში. პატენტი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც იდეებს ეკონომიკურ ღირებულებად აქცევს, ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას და ინვესტორებისთვის უფრო დაცულ გარემოს ქმნის.
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის თქმით, ტექნოლოგიების გადაცემა, უცხოური ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიების განვითარება დამოკიდებულია ძლიერ კვლევაზე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პროფესიონალებსა და მყარ სამართლებრივ ჩარჩოებზე.
„პატენტები და ჩვენი ვალიდაციის შეთანხმება, სამართლებრივი სიცხადისა და პროგნოზირებადობის, ასევე მკაფიო პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფით, ხელს უწყობს მკვლევრებს, უნივერსიტეტებს, მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს, ასევე ინდივიდუალურ გამომგონებლებს, რომ იდეები ლაბორატორიიდან ბაზარზე გადაიტანონ. პატენტები და ჩვენი ვალიდაციის შეთანხმება, სამართლებრივი სიცხადისა და პროგნოზირებადობის, ასევე მკაფიო პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფით ხელს უწყობს მკვლევარებს, უნივერსიტეტებს, მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესსა და ინდივიდუალურ გამომგონებლებს, იდეები გადაიტანონ ლაბორატორიიდან ბაზარზე“, – აღნიშნა ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა.
ამასთან, კონფერენციის გახსნამდე ანტონიო კამპინოსი შეხვდა „საქპატენტის“ თავმჯდომარესა და განათლების მინისტრს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის მნიშვნელობაზე, რაც საგამომგონებლო საქმიანობისა და ინოვაციების განვითარების წინაპირობაა.