1751744974
თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„ხალხო, სასწრაფოდ! ყველა, ვისაც შეგიძლიათ, თემქაზე, წერეთლის მონუმენტის მიმდებარედ, უკან, ირგვლივ! გავიდეთ ყველა!“,- წერს ირმა მალაციძე ფეისბუქში.
პროფესორ გიორგი გახელაძეს კვლავ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცვლებთან ერთად მოქალაქეებიც მონაწილეობენ.