პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
თბილისის მერი კახა კალაძე დიდუბის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
დედაქალაქის მერი შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძესთან ერთად თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
"შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი და ერთი დაშავებულია, რომელსაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა. კორპუსი ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. ადგილობრივებს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლითაც უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახლის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, შენობიდან გაყვანილია და უზრუნველყოფილია ქირით, თუმცა, დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გამგეობის წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებს 2024 წელს შეხვდნენ და მათ მუნიციპალური პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
"სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია ავარიული შენობა-ნაგებობა დედაქალაქში. პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია, ხელს უწყობს ადგილობრივებს, საცხოვრებლად უვარგისი კორპუსებიდან გამოვიყვანოთ და შევთავაზოთ ახალი, თანამედროვე ტიპის კორპუსები. ასეთი ბევრი პროექტი განხორციელდა და ბევრის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ იქნება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, არ გვაქვს უფლება, ადამიანები იძულებით გამოვიყვანოთ თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
შემთხვევის ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.
15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752521001