თათა სვანიძე 26 მაისის ზეიმზე: წელს შეირჩა თემა - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“, 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც გვაერთიანებს

თათა სვანიძე

წელს შეირჩა თემა - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“, ყველა ვთანხმდებით, რომ 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც გვაერთიანებს, - განაცხადა „ქრონიკაში“ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თათა სვანიძემ 26 მაისის დღესასწაულისთვის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

„ბოლო სამზადისი მიმდინარეობს 26 მაისისთვის ძალიან აქტიურად როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 2012 წლიდან ყოველწლიურად იცვლის თემას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ვცდილობთ ამ თემის გარშემო გაერთიანებას. წელს შეირჩა თემა - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ყველა ვთანხმდებით, რომ 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც გვაერთიანებს და ამ თემამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, სპორტული მიღწევები - მარტის მოვლენებმაც გვაჩვენა თუ გვაერთიანებს სპორტი. ეს ყველაფერი გადატანილი იქნება რეალურ სივრცეში იმისთვის, რომ ყველა თაობის წარმომადგენელს დავახვედროთ ძალიან საინტერესო სივრცეები და ერთად აღვნიშნოთ ეს დღე“, - განაცხადა თათა სვანიძემ.