„თაობებს უნდა მოვუყვეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯაბასნაირი სამაგალითო კაპიტანი ჰყავდა…“ - რა ისტორიული კადრი ვრცელდება ჯაბა კანკავაზე

ჯაბა კანკავა

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე, ჯაბა კანკავაზე, ისტორიული ვიდეო ვრცელდება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ თქვენგანს გექნებათ ნანახი, თუმცა ახლა, როდესაც საქართველომ, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფრის გახსენება და ის, რომ ასეთი სამაგალითო კაპიტანი იყო ჯაბა, ურიგო არ იქნება. 

„ჯაბა კანკავას გმირობამ 2014 წელს, გუსევის სიცოცხლე გადაარჩინა...  ამ დაუვიწყარმა კადრებმა და ჯაბას საქციელმა, იმ დროს, მსოფლიო ყურადღება მიიქცია.
თაობებს უნდა მოვუყვეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯაბასნაირი სამაგალითო კაპიტანი ჰყავდა…“

ჯაბა, ნაკრებში დაბრუნდა. კანკავამ საქართველოს ნაკრების სახელით, ბოლო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ცენტრალური ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში დაეხმარა და ისტორიული გამარჯვება გუნდთან ერთად მოიპოვა.