შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
ელა დავითულიანმა სამი წლის წინ, 28 კილოგრამი დაიკლო წონაში და შედეგს უკვე წარმატებით ინარჩუნებს. საკუთარ თავზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, ელამ გადაწყვიტა სხვებზეც ეზრუნა და ნუტრიციოლოგიის მენტორი გახდა. როგორ დაიკლო 28 კილოგრამი ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც სოციალურ ქსელში ათასობით მიმდევარი ჰყავს, ამის შესახებ „პრაიმ ტაიმს“ უამბო.
- ჩემი წონის პრობლემა დაიწყო მაშინ როცა აკვიატება დამეწყო წონის კომენტარებთან დაკავშირებით. მაგალითად როცა მამისგან მესმოდა რომ ქალი გამხდარი უნდა იყოს. დაახლოებით 16 წლის ასაკში დამეწყო ეს აკვიატებები და ასე მოვიმატე წონაში. აკვიატების შემდეგ, დამეწყო საკვებთან დაკავშირებული პროტესტი და ამან განაპირობა ემოციური კვების მომენტები, რასაც მოჰყვა წონის პრობლემა. გარემოც არ მიჭერდა მხარს როცა ჭარბწონიანი ვიყავი, მეუბნებოდნენ წონაში თუ დაიკლებ უფრო მოხდენილი იქნებიო და შეიძლება ითქვას მაბულინგებდნენ. ტანსაცმელსაც ვერ ვირგებდი, გასახდელებში ვტიროდი, რადგან რაც მომწონდა არაფერი მერგებოდა და იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი სახლში.
- რატომ გადაწყვიტეთ რომ დაგეკლოთ წონაში და როგორ შეძელით ეს?
- ყველაზე მეტად წონაში დაკლება იმიტომ გადავწყვიტე, რომ კვების შემდეგ თავს უაზროდ და უხალისოდ ვგრძნობდი. გემოების აღქმაც კი დავკარგე, ამიტომ დავიწყე წონაში კლების მეთოდების მოძებნა და ამისთვის წავიკითხე შესაბამისი ლიტერატურა. თავდაპირველად შიმშილის მეფის პოლ ბრეგის ლიტერატურას გავეცანი, მაგრამ არ მომეწონა, კატეგორიული მეჩვენა. შემდეგ გავეცანი ჯინ სტივენსის სამეცნიერო კვლევებს, სადაც შიმშილის და ინტერვალური შიმშილის შესახებ საინტერესო ფაქტები ეწერა და ამის შემდეგ დავიწყე გააზრებული შიმშილი.
- როგორ უნდა შევიდეს ადამიანი შიმშილში?
- სხეულის დასჯა არ უნდა იყოს შიმშილის მიზანი. გუშინ თუ გემრიელად მიირთვი, ამის გამო დღეს არ უნდა იშიმშილო, რადგან ეს არის სხეულის დასჯა. ადამიანის მიზანი უნდა იყოს მადის კონტროლი და მიზანი. ამავე დროს ყველაფერი არის ინდივიდუალური და გააზრებული. მოსამზადებელ პერიოდში უნდა შემცირდეს ნახშირწყლები, ტრანსცხიმები და ამის შემდეგ უნდა შევიდეთ შიმშილის ფაზაში. თუ დილით მიხვდებით, რომ შიმშილის განწყობაზე არ ხართ არ უნდა იშიმშილოთ იმ დღეს და ასევე შიმშილიდანაც გააზრებულად უნდა გამოვიდეთ.
- რთული არ იყო დასაწყისში შიმშილი?
- როდესაც დავიწყე შიმშილობა რთული აღმოჩნდა. თავიდან ხალისით ვამბობდი უარს საკვებზე, უარი ვთქვი გარეთ გასვლაზე, კვებაზე, ადამინებთან ურთიერთობაზე და მერე მივხვდი რომ მეგობრების ნაწილთან მაკავშირებდა მხოლოდ კვება. ეს იყო ჩემთვის ტრავმული. ეს ტრავმები ძალიან მოქმედებდა ჩემზე და წარუმატებელი შიმშილობის პერიოდიც მქონია და დამიწყია გაუაზრებლად კვება.
- რა გქონდათ აკრძალული?
- ჩემი დიდი პროტესტი იყო აკრძალვები. მე დამოკიდებული ვიყავი შოკოლადზე და ტკბილეულზე, ამიტომ უფრო იმ იმედით დავიწყე შიმშილობა, რომ სხვა დღეებში არაფერი მეჭამა. სხვა დღეებში ზომიერად და გააზრებულად მივირთმევდი ყველაფერს. დავიკელი 28 კილოგრამი და ვინარჩუნებ. არ ვამაყობ მაგრამ არც კი მივარჯიშია, უბრალოდ ფეხით ვსეირნობდი და ამხელა წონის კლების შემდეგ არ მომშვებია კანი, ასე არის ყველა ის ადამიანი ვინც ჩემი რჩევებით დაიკლო წონა. შიმშილობის დროს რძემჟავა გამოიყოფა, რაც უზრუნველყოფს იმას რომ კუნთი და სხეული შეივსოს, თუმცა ეს მეცნიერულად ბოლომდე დადასტურებული არ არის. უნდა ვთქვა მხოლოდ შიმშილობა არაა ჩემი მეთოდი, მნიშვნელოვანია მეტაბოლურ ადაპტაციაზე მუშაობაც, რადგან ადამიანი ეჩვევა კონკრეტულ მეთოდს და აღა მიდის წონაში კლება, ამიტომ საჭიროა მოხდეს მეტაბოლური წახალისება. გამოსავალი არის ზომიერება და არა აკრძალვა. გარკვეული პერიოდებია, როცა მხოლოდ მცენარიულ კვებაზე ვართ და ეს არის ე.წ. ბუსტერი. სხვა მხრივ არანაირი აკრძალვები არ მაქვს. ჩვევებზე უნდა ვიმუშაოთ და იმის გააზრებაზე, რა იწვევს ამ ჩვევებს ასევე, საკვების ულუფები უნდა განახევრდეს.