სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნის სამუშაოების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნის სამუშაოების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მიმართულებით. დაგეგმილია ლენტეხის ეროვნული პარკის შექმნა დაახლოებით 20 000 ჰექტარ ფართობზე.

ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება უზრუნველყოფს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვასა და შენარჩუნებას, ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების მიღების საფუძველს შეუქმნის. სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიების დაარსების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებას.

მიმდინარე ეტაპზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თემებში — რცხმელურსა და ხოფურში.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.