პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

პოლიცია

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული მ.ე. და 1997 წელს დაბადებული რ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, ,„მდმა“, „კლეფედრონი“„მცენარე კანაფი“ და „გამომშრალ მარიხუანა“.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.