1792582790
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111“-ის (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. საწარმოო პროცესი შეუჩერდა ასევე დედაქალაქში, გუდაუთის ქ. 7-ში მდებარე შპს ,,ატომ 2020"-ის (ს/კ 400289996) კუთვნილ ხორცპროდუქტების საწარმოს. გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე დააფიქსირეს სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ვადაგასული სურსათი გამოავლინეს შპს „ნიკორასა“ (ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ს/კ 454409480. მის: აგლაძის 32, მაცივარი N4) და შპს ,,საამოში"(რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ს/კ 202432518, მის: გუდაუთის ქ. N7). ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.











