1774286260
სპორტსმენი ჰამლეტ მამიკონიანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
„საქართველოს სირბილის საზოგადოება“ ჰამლეტ მამიკონიანის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„დიდი მწუხარებით და გულის ტკივილით მინდა გამოვეხმაურო ჰამლეტ მამიკონიანის ტრაგიკულ დაღუპვას -
იგი მრავალი წლის განმავლობაში, დღემდე, იყო ფიზიკური აქტივობის ცოცხალი მაგალითი, მასწავლებელი და მრავალი შეჯიბრების ორგანიზატორი
ემსხვერპლა ავტომობილის შეჯახებას თბილისის ზღვის წრეზე.
შეუძლებელია იმ დანაკარგის ანაზღაურება, რასაც საგზაო შემთხვევები იწვევს.
ამიტომ ყველა შესაძლო ხერხით - სიჩქარის ზღვარის შემცირებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, საზოგადოების განათლების დონის ამაღლებით - უნდა ვეცადოთ, თავიდან ავირიდოთ“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.












