სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დაჯარიმდა

jarima

საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ცისანა მინდიაშვილი 1 500 ლარით დააჯარიმა.

საქმეზე რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეურაცხყოფის ადრესატმა მიმართა. მინდიაშვილმა ჩადენილი ქმედება აღიარა. დღესვე საქალაქო სასამართლომ განიხილა მოქალაქე როსტომ ჟორდანიას საქმეც. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ის კანონდამრღვევად ცნეს და 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.