წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773866558
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან.
ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო.
მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს", - აღნიშნულია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის სამძიმრის წერილში.