მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
1773405926
წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, – ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვირვება გრძელდება.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფი 12 მარტის დილის საათებიდან მონიტორინგს ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე.
წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას. მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და ზონები.
სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს მოსახლეობის სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანა. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ დაკვირვებას“, – განაცხადა ნამიჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე 2026 წლის 12 მარტს მეწყრული სხეული განვითარდა. მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა, 40-მდე ადგილობრივი მცხოვრებლის ნაკვეთი და სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.
ამასთან, სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.