1758051983
სკოლა „ალბიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სკოლა „ალბიონი“ დირექტორის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა სკოლა „ალბიონის“ დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე (სანდრო) ჯავახიშვილი.
დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ჭირისუფალია სკოლის ყველა თანამშრომელი, მოწაფე და ნამოწაფარი“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.