სიონის კარი მომლოცველთათვის რვა საათიდან ისევ გაიღო - დღეს ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა, რასაც მართლმადიდებლური წესის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ილია მეორის საფლავი

სიონის კარი სწორედ ამ წუთებში კვლავ გაიხსნა. საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის შემდეგ, ღამის 10 საათამდე მოქალაქეთა ნაკადი არც ამჯერად შეწყვეტილა. ეკლესიაში უამრავი ადამიანი მიდის და პატრიარქის მიმართ საკუთარ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს.

დღეს ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა, რასაც მართლმადიდებლური წესის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რამდენიმე საათში ტაძარში სულის მოსახსენებელ პანაშვიდს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.