1756310770
შუქი გაითიშება! - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აგვისტოს 11:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლისი, ორხევი, თხინვალა, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.