შსს-ს კამპანიის „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეები სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსა და მომსახურების სააგენტოს ფოთის სტრუქტურულ ერთეულში იმყოფებოდნენ

პროფესია პოლიციელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეები სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსა და მომსახურების სააგენტოს ფოთის სტრუქტურულ ერთეულში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვიზიტის დროს მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური დანაყოფის საქმიანობასა და სამუშაო სპეციფიკას, დაათვალიერეს არსებული ინფრასტრუქტურა, ხოლო მომსახურების სააგენტოში მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს სერვისების შესახებ.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პროცესს. კამპანიის პირველი ეტაპი, რომელიც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს, წლის ბოლომდე დასრულდება.