სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
შოვში მსხვერპლის რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
ამავე თემაზე:
სტიქიის ზონაში სამ გოგოს ეძებენ - თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ დატოვეთ შეტყობინება
„კიდევ 4 კაცი იპოვეს, დაკარგული ვინც იყო“ - მოქალაქე ფოტოს აქვეყნებს
უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე
„შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - მოქალაქე