შენობა არის მე-3 კატეგორიის, რომელიც არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოიღობოს - ნიკოლოზ კახეთელიძე

nikoloz

შენობა არის მე-3 კატეგორიის, რომელიც არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოიღობოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე აცხადებს, რომელიც „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე იმყოფება, სადაც შენობა ჩამოინგრა.

„ეს არის დაახლოებით 50-იანი წლების შენობა, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა. შესაბამისად, ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა, არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი ელემენტი.

შენობა არის მე-3 კატეგორიის, იქ საუბარია იმაზე, რომ შემოეღობათო, თუმცა მე-3 კატეგორია არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოღობო. თუნდაც ის წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები არ გამოდიან სახლიდან და რას უღობავ იმათ? ახლაც კი, როცა მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც ისინი სასტუმროებში გადაჰყავთ, ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან. ეს არის უმძიმესი სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე.

ამ დროის მონაცემებით, ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.