„შენ გზას გაუმარჯოს მარადიული სამყოფელისკენ...“ - ნინო კვაჭანტირაძე ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება

ლკჯდსლკფვ5

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 15 აგვისტოს გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც მათ უკანასკნელ შეხვედრასა და თბილ მოგონებას იხსენებს:

„... სულ ბოლოს "გარდენიაში" შევხვდი , დიდხანს ვიჯექით პატარა კაფის წინ, რა აღარ მოვიგონეთ, მერე სიტყვა ერთ ახალგაზრდა ფოტოგრაფზე ჩამოვარდა, ვაქეთ და ვადიდეთ, ბადრიმ თქვა:

- მაგარი ბიჭია, კარგად იღებს, ყველაფერი მომწონს მაგისი, მოკლედ, გადასარევია....

მე იუმორით, გურულად შუუჩხიკინე;

- მოკლედ რეიზა, რაცხა ხომ არ შეგშურდა მაგ ბიჭის თქო

-ოოჰ, შენ დეიღუპე საცხა, რა უნდა შემშურდეს, რავა მე გლახათ ვიღებ თუუუუ? ააა, მიყურეეეო და ფოტოაპარატი გააჩხაკუნა,

-ამ საღამოს გადმოგიგზავნი შენს პორტრეტს და ნახე, აგერ, ამ პაწა კოლოფში რაფერ დაგაპატიმრეო,

საღამოს ეს პორტრეტი გამომიგზავნა და მიაწერა- ნინუკას ბადრი ვადაჭკორია, რაფერია, ცააა?

ძამიკონა, მაგარია, მაგრამ ახლა საშინლად გულდაწყვეტილს და დარდიანს გვტოვებ ამ მიწაზე, შენ გზას გაუმარჯოს მარადიული სამყოფელისკენ, ღმერთმა გაგიღოს სასუფევლის კარი!!!