1787581489
შეიძლება თუ არა ინფექციური დაავადების დროს დაბანა - მაია ბუწაშვილი გავრცელებულ კითხვას პასუხობს
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ყველაზე გავრცელებულ კითხვას პასუხობს - შეიძლება თუ არა ინფექციური დაავადების დროს დაბანა.
„არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება (და ზოგადად გამონაყარი), რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება. არადა, პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა.
დაბანა შეიძლება და პირიქით, აუცილებელია!!! თუნდაც მეორადი, ანუ თანდართული ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
უბრალოდ, დაბანა რეკომენდებულია თბილი (და არა ძალიან ცხელი) წყლით; გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული, ნაზი დასაბანი გელი; გავიმშრალოთ პირსახოცის შეხებით და არა კანის გახეხვით; ყოველ დაბანაზე გამოვიყენოთ გარეცხილი (ანუ მანამდე გამოუყენებელი) პირსახოცი.
ვისაც ჯერ კიდევ ბატონების გაბრაზების გჯერათ, გთხოვთ, უადგილო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ“,- წერს მაია ბუწაშვილი.










