შეფერხება მეტროს პირველ ხაზზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

metro

ამ წუთებში, თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილიდან თვითმხილველმა აცნობა, მეტროს პირველ ხაზზე, სადგურ რუსთაველიდან ავლაბრამდე მატარებელი გვირაბში რამდენჯერმე, რამდენიმე წუთით გაჩერდა.

როგორც ტექნიკურმა სამსახურმა მგზავრებს განუცხადა, შეფერხება დაფიქსირდა ვარკეთილში, რის გამოც, მომდევნო მატარებლებს ნელი სვლით გადაადგილება მოუწიათ. 

„პრაიმტაიმი“ დეტალებს სატრანსპორტო კომპანიაში არკვევს.