1746733103
„სასიკვდილოდ გაწირვაა ზიზღის ამგვარი გამოვლინება…“ - თათა გიორგობიანი მეგობარს მხარდაჭერას უცხადებს

„ღამის შოუს“ ბენდის მომღერალი, თათა გიორგობიანი მიმართვას ავრცელებს.
ის ბაბის თანადგომას უცხადებს და სტატუსს წერს:
„შეიძლება ადამიანი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ შეურაცხყოფას და ცილის წამებასაც აქვს გარკვეული საზღვრები! უბრალოდ არაცივილური კი არა, პირდაპირ არაადამიანურია და სასიკვდილოდ გაწირვაა ზიზღის ამდაგვარი გამოვლინება!
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მსგავს სულმდაბლობას ამონტაჟებენ, ავრცელებენ და ამით იღებენ სიამოვნებას.
გთხოვთ, გააზიაროთ ბაბის სტატუსი!
P.S. ზოგიერთი უფლებადამცველი აი, ახლა გამოჩნდება, რა ღირებულებას ემსახურება სინამდვილეში! აქ არ არსებობს მხარე! აქ არის პრინციპული ღირსების საკითხები", - წერს თათა.
შეგახსენებთ, რომ ბაბი სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ასევე ნახეთ:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამის დაწერა თუ მომიწევდა...“ - ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს
„ბოღმა და შური მკლავს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა
„წერილის ავტორს ვეძებ... მინდა, ახალ წელს ორივე ბავშვი გავახარო...“ - რას წერს ნინი შერმადინი