საშიშია თუ არა ყურსასმენები ყურის ჯანმრთელობისთვის

ყურსასმენები

თუ ყურებს რაღაცით იხშობთ, იცავთ თავს ხმაურისგან ან უსმენთ მუსიკას ყურსასმენებით,ამით იდეალურ პირობებს ქმნით სმენის არხში ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის.

საქმე ისაა, რომ ჰაერის დაბლოკვით, სმენის არხში იქმნება თბილი და ნოტიო გარემო, რომელშიც ბაქტერიები და სოკოები ხარობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ ყურსასმენები რეგულარულად ან დიდი ხნის განმავლობაში. ამასთან საჭიროა რეგულარულად გაწმინდოთ ისინი სპირტიანი ხელსახოცით. ასევე რეკომენდებულია ერთჯერადი ყურსასმენების გამოყენება, თუ ყურებს იცავთ ღამით ხმაურისგან.

კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც დაკავშირებულია ყურსასმენებთან, არის სმენის დაქვეითება, რადგან უცხო სხეულის სმენის არხში მოთავსებისას, გოგირდს შიგნით ვუბიძგებთ, რაც ბლოკავს მას.

გოგირდის საცობები ასევე ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას, რადგან ის აფერხებს ჰაერის მიდინებას სმენის არხში. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ყურსასმენებით რეგულარულად ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, ხელს უწყობს სმენის დაქვეითებას და ყურებში ხმაურის წარმოქმნას, რადგან ხდება შიდა ყურის უჯრედების დაზიანება.

2022 წელს ჟურნალში BMJ Global Health გამოქვეყნებული გლობალური კვლევის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ მილიარდზე მეტი მოზარდი და ახალგაზრდა მთელს მსოფლიოში სიყრუის საფრთხის წინაშეა, რადგან ისინი მუდმივად უსმენენ მუსიკას ყურსასმენებით 105 დეციბელზე მეტი ხმის სიხშირით. უსაფრთხო მოცულობის ბარიერი არის 80 დეციბელი მოზრდილებისთვის და 75 დეციბელი ბავშვებისთვის. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ყურსასმენები შეუცვლელია, მაგალითად, როცა ხმაურიან გარემოში დაძინება გჭირდებათ.

წყარო

ასევე ნახეთ:

სახლი მაჩუქა, რემონტითა და ავეჯით და მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე - კესარია აბრამიძე

VIDEO: როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე – კადრები გრანდიოზული იუბილედან