საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2 271 ლარი შეადგინა

საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შარშანდელთან შედარებით 10.4 პროცენტით - 214 ლარით გაიზარდა და 2 271 ლარი შეადგინა.

შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში - ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.