საქსტატი მოსახლეობის აღწერისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს

xalxi

საქსტატი მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში, დღეიდან, მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. დაგეგმილია საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.

პირველი ეტაპის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ტარდება. საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას სპეციალურად გადამზადებული პერსონალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარებს.

მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება - მოსახლეობის აღწერა ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.