საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784958245
საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს მუშაობა.
ასევე გაჩერებულია საქართველოს რკინიგზა.
შეგახსენებთ, დღეს დაახლოებით დილის 07:30 საათიდან საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა.
მსგავსი ფაქტი მოხდა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა "სასისტემო ავარიულმა" გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის გათიშვის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. სემეკმა 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.