საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1759523717
საქართველოში +30 გრადუსამდე დათბება - ამის შესახებ მეტეოროლოგი წერს:
„3 ოქტომბერს – დათბობის რეპეტიცია, 4 ოქტომბერს კი სიცხის პრემიერა! ასეთია უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი. საქართველო შემოდგომის მეორე თვის დასაწყისს არისტოკრატული სიმშვიდით ხვდება, 3 და 4 ოქტომბერს ამინდის მთავარი მახასიათებელი მაღალი ატმოსფერული წნევა იქნება, შესაბამისად, უღრუბლო ცა და მზიანი დღეებია მოსალოდნელი.
4-ში კი დაცხება - დასავლეთ საქართველოში +31 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი +25 გრადუსი იქნება. ამინდი სანაპიროზე ზუსტად ისეთი იქნება, რასაც ზღვაზე წასვლის გადაწყვეტილება სჭირდება +30, +32 გრადუსი.
მზე, სითბო და თბილი ფიონი, რომელიც ზოგჯერ თავად ჰაერსაც ახალი სიცოცხლით აავსებს.მზის ულტრაიისფერი სხივები იქნება მაღალი, ამიტომაც შესაძლებელია შესანიშნავი რუჯის მიღება, ეს შეიძლება იყოს სეზონის ბოლო ან ბოლოსწინა ,,პატარა ზაფხული" შემოდგომის შუქში შეპარული დღეები, როცა ბუნება გვაძლევს დროს - ამოსუნთქვისთვის, სანაპიროზე ფეხშიშველი სიარულისთვის... ასეთი ეპიზოდები, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია მოსალოდნელი - უღრუბლო ცა, დიდებულად მზიანი დღეები და მაღალი წნევა სიმბოლურიცაა... ისინი გვაგრძნობინებენ, რომ ბუნებასაც აქვს უნარი გაგვახაროს, 4 ოქტომბერს ქვეყანა ერთგვარად იქნება, არაფრის მოლოდინში, ყველაფრის შეგრძნებით...“, - წერს მეტეოროლოგი.