საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნსში იმყოფებოდა

საზღვაო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნსში იმყოფებოდა.

თურქეთის რესპუბლიკაში ქართული სადარაჯო ხომალდის ვიზიტის პარალელურად ქალაქ ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალების (TCSG-97) საპორტო ვიზიტი განხორციელდა.

საქართველოს სანაპირო დაცვის და თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთში, ერთობლივი საზღვაო პრაქტიკული წვრთნები ჩატარდა.

ვიზიტის ფარგლებში ხომალდების ეკიპაჟებმა პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.ვიზიტების მიზანს, ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.