ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
საქართველოს საპატრიარქო ილია II-ის ანგელოზის დღისადმი მიღებულ პირველიერარქთა მილოცვებს აქვეყნებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მრავალი წერილიდან აქვეყნებენ ამ დროისთვის მიღებულ პირველიერარქთა მილოცვებს:
უწმიდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო და სასურველო ძმაო და თანამწირველო ბატონი ილია, ძმური სიყვარულით ვეხვევი თქვენს უნეტარესობას და მოგახსენებთ.
ვხარობთ და ვადიდებთ სიყვარულისა და სიბრძნის უფალს, რომ მოგვანიჭა თქვენს უნეტარესობასთან, სადღესასწაულო ზიარების სიხარულით სავსე შესაძლებლობა, რათა მთელი სულითა და გულით გამოვხატოთ ქრისტეს წმინდა დიდი ეკლესიის სადღესასწაულო მოლოცვები, ასევე გადმოგცეთ პირადად ჩვენი უმდაბლესობის თბილი სურვილები თქვენი სახელობის დღესთან დაკავშირებით.
დღესასწაულები ყოველთვის არის უფლის სახელის დიდების დრო, რომელიც ყველა სახელზე მაღლა დგას, სიხარულის ზიარებისა და სულიერი განახლების დრო. თუმცა, თქვენი ანგელოზის დღე გვაძლევს შესაძლებლობას, ვადიდოთ თქვენი ურყევი ერთგულება ეკლესიის ტრადიციისადმი და თქვენი კეთილი ბრძოლა ქრისტიანული და ქრისტეს მოწმობისთვის სამყაროში ქრისტეში მომავალი მადლისა და მამისა და ძისა და სულიწმიდის მომავალი სამეფოს იმედის შესახებ.
კვლავ და კვლავ მადლობას ვუხდით სიყვარულის ღმერთს რომ თავის ეკლესიას მისცა თქვენი ყოვლადუსაყვარლესი უნეტარესობა, გეხვევით და გეამბორებით წმინდა ამბორით და გულის სიღრმიდან ვლოცულობთ, რომ გვიმყოფოს უფალმა თქვენი თავი მისი მადლით აყვავებული და უხვი ნაყოფიერებით მის სულიერ ვენახში, თქვენთვის მინდობილი ქრისტეს სახელის მატარებელი სასულიერო პირებისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
იდღეგრძელეთ თქვენო უნეტარესობავ!
თქვენი ქრისტესმიერი ძმა კონსტანტინეპოლის ბართოლომეოსი
20 ივლისი 2025
.......
ნომერი 371
უწმიდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო მცხეთა–თბილისის მთვარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო და სასურველო ძმაო და თანამწირველო ბატონი ილია, ძმური სიყვარულით ვეხვევი თქვენს უნეტარესობას და მოგახსენებთ.
სიხარულითა და ლხინით აღვსილი გულით, ყოვლადწმინდაო ძმაო, თქვენი უძვირფასესი უნეტარესობის მოსახელე მფარველი წმინდანის დღეს მოგმართავთ გულითადი მილოცვებითა და სურვილებით. როგორც ჩვენმა წმინდა მამამ ისააკ სირიელმა თქვა: „წმინდანი, რომლის სახელსაც ვატარებთ, არის მფარველი და წინამძღოლი სულიერ გზაზე“, ან როგორც ჩვენი წმინდა მამა, გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს „ჩვენ განვაახლებთ ჩვენს რწმენას და ვეძებთ მის მფარველობას“,.
ამიტომ, უფლის დღის მოლოდინში, „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“ (პირველი პეტრესი 1:16), დარწმუნებულნი წმინდა პავლეს სიტყვებში, გულის სიღრმიდან ვლოცულობთ, წლების განმავლობაში როგორც მან თქვა, „ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით; სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით“ (რომაელთა მიმართ 12:10-12) თქვენზედ მონდობილი თქვენი ქრისტესმოყვარე სამწყსოს დაცვის, აღშენებისა და ხსნისთვის და სადიდებლად უფლისა ჩვენისა წმიდისა სამებისა.
თქვენი ყოვლადწმინდა და პატივცემული უნეტარესობის მიმართ დიდი სიყვარულით და პატივისცემით აღვსილნი, გეამბორებით უფლისმიერი ამბორით ამ ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელი საფლავიდან, მუდამ თქვენს სამახურში.
წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან 15 ივნისი 2025
თქვენი ღვთივმოსილი უნეტარესობის ქრისტესმიერი ძმა
თეოფილე მესამე
იერუსალიმის პატრიარქი
......
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას,უწმინდეს და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო და თანამსახურო!გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს!თქვენი ზეციური მფარველის, ღვთის წინასწარმეტყველ ელიას შუამდგომლობით გაძლიერებული, თქვენ ბრძანდებით თქვენდამი რწმუნებული სამწყსოსთვის საშური მაგალითი უფლის მცნებების აღსრულებისა და უფლის ყოვლადსათნო განგებულებისადმი მტკიცე სასოებისა, რითაც განაძლიერებთ ერს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და მოუწოდებთ მათ დაიცვან ივერიის უძველესი ტრადიციები.თქვენ მრავალი ათწლეულის განმავლობაში აღასრულებთ საპატრიარქო მსახურებას, დაუღალავად ზრუნავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, წარემატებით სიმართლეში, კეთილმსახურებაში, სიყვარულში, მოთმინებასა და მორჩილებაში (1 ტიმ. 6,11).ამ წმინდა დღეს მრჩობლ ლოცვებს აღვავლენ თქვენს უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, რათა საკვირველი წინასწარმეტყველის შუამდგომლობით, რომელსაც უფალმა გონება განთიადივით გაუკაშკაშა (საგალობლიდან), გიბოძოთ თქვენ ძალის სიმტკიცეს და ყოვლისმომცველ შეწევნას თქვენი საჭეთმპყრობლურ მსახურებაში წმინდა მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.ქრისტეში ძმური სიყვარულით,მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე.....ბუქარესტი, 20 ივლისი, 2025 წელიმის უნეტარესობას, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-სთქვენო უნეტარესობავ!თქვენი უნეტარესობის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, ვევედრებით იესო ქრისტეს, მაცხოვარს ჩვენსას და კეთილ მწყემსს, რომ მოგანიჭოთ თქვენ უხვი სულიერი სიხარული.წმინდა ილია წინასწარმეტყველის, თქვენი უნეტარესობის სულიერი მფარველის ამ დღესასწაულის დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებაში.კიდევ მრავალ კურთხეულ წელიწადს გისურვებთ!უდიდესი პატივისცემით და ძმური სიყვარულით ქრისტეში, ჩვენს უფალში,დანიელი,რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი.....მის უწმინდესობას,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,უფალ ილია II-სთბილისითქვენო უწმინდესობავ,ჩვენო ძვირფასო ძმაო და ქრისტესმიერ თანამსახურო,დღეს, როდესაც წმინდა ეკლესია ლიტურგიულად განადიდებს ღვთის მხილველ და ღვთის სიყვარულით მგზნებარე ასკეტს – წმინდა წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელს – თქვენს ზეციერ მეოხსა და მფარველს, უფლისა ღმრთისა მოშურნეს (3 მეფეთა 19,10), გთხოვთ, მიიღოთ ჩვენგან ლოცვითი და ძმური მოკითხვა, როგორც ქრისტესმიერი ერთობის სიყვარულის ცოცხალი გამოხატულება.ელია წინასწარმეტყველი, ჭეშმარიტების ურყევი ბურჯი, რომელიც შეჭირვების, განდგომილებისა და სიცრუის ჟამს „ხმითა მღაღადებლითა უდაბნოსა შინა“ (ესაია 40,3) ხალხს ცოცხალი ღმერთისკენ მოქცევას მოუწოდებდა, რომლის ლოცვითაც ცა დაიხშო, ცეცხლი ზეცით გარდამოვიდა და მკვდარი გაცოცხლდა, დღესაც კაშკაშებს ჩაუქრობელი ნათლით და მეგზურია ყველასთვის, ვინც ამასოფლის სკილასა და ქარიბდას მიღმა უფლის ხატების შეუდარებელ მშვენიერებას ეძიებს.ამ მგზნებარე მოშურნეობით შთაგონებული, თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურებით უფალს, ვითარცა მწყემსი, რომელიც არ ეძებს თავისას, როგორც სულიერი მამა, რომელიც არ უგულებელყოფს არცერთ „ძმას უმცირესს“ (მათ. 25,40) და შთააგონებს ყოველთა, იცხოვრონ ქრისტეს სახარების სწავლებით.აღვავლენთ ლოცვებს, რათა წმინდა წინასწარმეტყველი ელია, უზენაესის საყდრის წინაშე მეოხებითა თვისითა, იყოს თქვენი უწმინდესობისა და ასევე მთელი თქვენთვის მონდობილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეუცვლელი მფარველი და დამცველი და გულის სიღრმიდან ვღაღადებთ: მრავალსა წელსა, თქვენო უწმინდესობავ!ქრისტესმიერი სიყვარულით უფლის მიერ,სერბეთის პატრიარქიპორფირე
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764