7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს
1737397144
საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაევალა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს.
„მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.