„4 შვილი დარჩა...“ - ყაზახეთში 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა
1784888925
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჟინვალისა და სანახშირის სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებს. ამასთან, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, წყალდენი და წყალმომარაგების ქსელი.
ამჟამად ქალაქ დუშეთის ნაწილს, სანახშირის სათავე ნაგებობაზე წყლის დებიტის შემცირების გამო, წყალმომარაგება შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. დაბა ჟინვალში კი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში წყლის ამღვრევა სატუმბი სადგურის მუშაობას აფერხებს, რაც წყალმომარაგების შეფერხებებს იწვევს.
პროექტის დასრულების შემდეგ არსებული პრობლემები სრულად აღმოიფხვრება და ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის 8 000-მდე ოჯახი სტაბილური, უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 36 მილიონ ლარზე მეტია.