საქართველოს გულის ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

საქართველოს გულის ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პროფესორ, ექიმ პიტერ ბრუკეს გარდაცვალების გამო.

საქართველოს გულის ფონდისა და ქართველი ხალხის სახელით გვსურს, უღრმესი მადლიერება გამოვხატოთ პროფესორ ბრუკეს მიმართ იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მას საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვის.

ავსტრიული გამოცემა „Kronen Zeitung“ მის შესახებ წერს: „ბევრი ადამიანი მას სიცოცხლეს უმადლის.“ ჩვენ კი 
 შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შორის არაერთი ქართველია.

პროფესორი ბრუკე საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ასეთი მეგობრობა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

მისი ღვაწლი, ადამიანობა და საქართველოსთვის გაკეთებული სიკეთე ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

ვუსამძიმრებთ პროფესორ ბრუკეს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ნათელი მის ხსოვნას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.