პილოტი, რომელიც უცხოპლანეტელებმა „გაიტაცეს“ - ფრედერიკ ვალენტიჩის ბოლო სიტყვები
1784587290
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა კომპანიის გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე, თანამშრომლებს წარუდგინეს.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესრულების ტემპი, ტექნიკური ჯგუფების კოორდინაცია და მომსახურების პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემების სტაბილურ ფუნქციონირებას, ავარიულ შემთხვევებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ტექნიკური რესურსების სწორად განაწილებასა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და მათზე შედეგზე ორიენტირებული რეაგირება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც რეგიონში ინფრასტრუქტურული საკითხების დროულ გადაწყვეტასა და მოსახლეობისთვის უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გორგობიანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი.