საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო

გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას ქაშუეთის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.