საპატიო ბოლნისელი, ანსამბლ „იმედის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლაურა დურგლიშვილი გარდაიცვალა

ფოტო

 გარდაიცვალა საპატიო ბოლნისელი, დამსახურებული პედაგოგი და კულტურის სფეროს მოღვაწე, ანსამბლ „იმედის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლაურა დურგლიშვილი.

„მან მთელი ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდასა და ქართული კულტურის განვითარებას მიუძღვნა. მის მიერ დაფუძნებულმა ანსამბლმა „იმედმა“ არაერთი თაობა აღზარდა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ბოლნისის კულტურულ ცხოვრებაში.

ლაურა დურგლიშვილის გარდაცვალების გამო გავრცელდა სამძიმრის წერილი, რომელშიც აღნიშნულია მისი განსაკუთრებული ღვაწლი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

✕