ფეიქრების ქუჩაზე, „ნოვას“ საწარმოში აფეთქება მოხდა - რა დეტალებია ცნობილი

ნოვ

 სანზონაში, ფეიქრების ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია "ნოვას" საწყობის ეზოში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ეზოში მყოფი გაზის რეზერვუარი, რასაც ძლიერი ხმა ჰქონდა, თუმცა მომხდარს ხანძარი არ მოჰყოლია.

მომხდარის გამო დაზიანდა საწყობის ნაწილი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო სოციალურ ქსელში არსებულ ერთ-ერთ ჯგუფში, ადგილობრივი მცხოვრების მიერ ვრცელდება.