შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
87 წლის ასაკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბონდო ჯიქია გარდაიცვალა.
ბონდო ჯიქიას სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი 10 წლის განმავლობაში ეკავა. ის იყო ზუგდიდის საპატიო მოქალაქე.
ბონდო ჯიქია არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, თავის დროზე მან ხელი მიაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
იკავებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
ბონდო ჯიქია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი იყო.