სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს

სამება

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება გარდამოხსნის წესი. ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ამ დღეს, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

დღეს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ.