„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ - ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება
1760818784
სპეციალიზებული კომპანია Henley & Partners-ი, ყოველწლიურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგს აქვეყნებს. წელს, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში თვალშისაცემი ცვლილებები შეინიშნება, რომელიც ძირითადად, საფრანგეთისა და აშშ-ის პასპორტებს ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად პასპორტი საზღვრის მარტივად გადაკვეთის საშუალებას იძლევა, პრაქტიკაში ბევრი ქვეყანა გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებს, მაგალითად, მოგზაურობამდე ვიზის მოთხოვნას. ამიტომ, ზოგიერთი პასპორტი სხვებზე უფრო ძლიერია.
ბრიტანულმა კომპანიამ Henley & Partners იმ პასპორტების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებსაც უვიზო მოგზაურობა ყველაზე მეტ ქვეყანაში შეუძლიათ. კომპანიის მონაცემების თანამხმად, აზიის ქვეყნები კვლავ პირველ ადგილს იკავებენ. სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტს გვთავაზობს, რომელიც უვიზოდ შესვლის საშუალებას იძლევა 193 ქვეყანაში. ეს ქალაქ-სახელმწიფო უსწრებს სამხრეთ კორეას (190 მიმართულება) და იაპონიას (189 მიმართულება). მას მოსდევს ევროპული ჯგუფი, რომელიც მოიცავს - გერმანიას, იტალიას, ლუქსემბურგს, ესპანეთს და შვეიცარიას, 188 უვიზო მიმართულებით. საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა ავსტრიის, ბელგიის, დანიის, ფინეთის, ირლანდიის და ნიდერლანდების ჯგუფში, პასპორტებით, რომლებიც 187 ქვეყანაში შესვლის უფლებას იძლევა. ბირმაში (მიანმარი) გამგზავრებისთვის ვიზაა საჭირო. 2024 წელს, საფრანგეთის პასპორტმა პირველი ადგილი დაიკავა გერმანიის, იტალიის, იაპონიის, სინგაპურის და ესპანეთის პასპორტებთან ერთად. გასულ წელს, ამ პასპორტებმა 194 ქვეყნის კარი გააღო.
რეიტინგში მთავარი ცვლილება ამერიკული პასპორტის როლის მნიშვნელოვანი შემცირებაა, რაც გამოწვეულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვებით და სამიზნე ქვეყნების მიერ მიღებული ზომებით. 180 ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობით, ამერიკული პასპორტი მე-12 ადგილზეა, 2024 წელს, ის მე-7 ადგილს იკავებდა 188 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა.
ავღანეთის პასპორტი ყველაზე სუსტია - ის ბოლო ადგილზეა, რომელიც ყველაზე ნაკლებ უვიზო წვდომას სთავაზობს. ის მხოლოდ 24 ქვეყანაში შესვლის საშუალებას იძლევა სირიის (26) და ერაყის (29) შემდეგ.
ჩრდილოეთ კორეის პასპორტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა, უვიზო შესვლის საშუალებას იძლევა 38 ქვეყანაში.
Henley & Partners პასპორტებს იმ ადგილების რაოდენობის მიხედვით აფასებს, რომელთა მონახულებაც მათ მფლობელებს შეუძლიათ წინასწარი ვიზის გარეშე, ჩასვლისთანავე ვიზით ან ელექტრონული მოგზაურობის ავტორიზაციის (eTA/eVisitor) გამოყენებით, რაც მარტივად ითვლება.
თითოეულ დანიშნულების ადგილს 1 ქულა ენიჭება.