სად აიკრძალა მოძრაობა ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო

ხვავ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.